|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე რეკომენდაცია გიორგი კალანდარიშვილს გაუწიეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამავე ინგორმაციის თანახმად, გიორგი კალანდარიშვილს სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრებმა დაუჭირა მხარი, ხოლო მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია.

 

რაც შეეხება კცესკოს წევრობის კანდიდატებს, კომიტეტის წევრებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილ მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია. ორივე კანდიდატს სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრებმა დაუჭირა მხარი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილ ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურებს კომიტეტის წევრებმა რეკომენდაცია არ გაუწიეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა