|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩავკეტოთ ლარსის გზა - სასაზღვრო პუნქტთან აქცია იგეგმება

28 სექტემბერს, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან საპროტესტო აქცია გაიმართება, აქციის ს ორგანიზატორი პარტია დროაა“

აქცია 15:00 საათზე დაიწყება. 

ამის შესახებ პარტია ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„რუსეთში „მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 16 და 20 კილომეტრიანი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოველდღიური რეალობაა.

რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინება ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის FSB-ს შორის დადასტურებული თანამშრომლობის ფონზე, შეუძლებელი გახდება დადგენა იმისა, თუ ვინ კვეთს საზღვარს.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას და არც ნაკადის შეზღუდვას.

შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკისრება პასუხისმგებლიბა, ვიმოქმედოთ.

ვიკრიბებით, ხვალ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 10:00 სთ-ზე და მივდივართ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც 15:00 საათზე გაიმართება აქცია!“,- აღნიშნულია „დროას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი