"ჩემი კანდიდატურა შოთა მურღულიამ შეარჩია"
ქუთაისის მესამე ვიცე-მერად გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია თავად დალაქიშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში დაადასტურა. როგორც მან განაცხადა, ქალაქის მერმა თანამშრომლებთან უკვე წარადგინა.
"დღეს მოხდა წარდგენა. შოთა მურღულიამ ოფიციალურად დამასახელა. ჩემი კანდიდატურა შოთა მურღულიამ შეარჩია"-განაცხადა დალაქიშვილმა.
პრესსამსახურის განცხადებით, დალაქიშვილის წარდგენა, დღის ბოლოს მხოლოდ თანამშრომელბისთვის მოხდა, მედიისთვის წარდგენა არ ყოფილა.
გრიგოლ დალაქიშვილი კურატორობას საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს გაუწევს.
ამ თემაზე: ქუთაისის მესამე ვიცე-მერად, შესაძლოა, გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნოს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















