|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩემი მისია ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებაა“

„ჩვენი დაწყებული საქმე,  ქუთაისი პოლიტიკურ ცენტრად იქცეს, ამ ხელისუფლების პერიოდში  პრაქტიკულად დავიწყებას მიეცა“,- ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  გიგი წერეთელმა „ნიუპრესთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისი პოლიტიკურ ცენტრად უნდა იქცეს, რაც ქალაქს ეკონომიკური სარგებელს მოუტანს.

 „ძალიან სერიოზულად ვუყურებ ჩემს მაჟორიტარობას ამ ქალაქში. მე ვიყავი ერთ-ერთი მხარდამჭერი იმისა, რომ ქუთაისი ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი. ჩვენი დაწყებული საქმე, რომ ქუთაისი პოლიტიკურ ცენტრად იქცეს,  პრაქტიკულად დავიწყებას მიეცა. სწორედ ეს არის ჩემი მისია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული საქმე გავაგრძელო“,- განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით,  სტატუსი „ქუთაისი, პოლიტიკური ცენტრი“  საუნივერსიტეტო ცენტრსაც გულისხმობს.

„ჩვენ ვაკავშირებთ პოლიტიკურ ცენტს საგანმანათლებლო, საუნივერსიტეტო ცენტრთანაც, რადგანაც ეს ტრადიციები ქუთაისში იყო. ხელისუფლებამ რაც კი თქვა 4 წლის განმავლობაში, ყველაფერი მოიტყუა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი  ბათუმში იყო, რომელიც მხოლოდ  იმის გამო დაანგრიეს, რომ სააკაშვილის იდეა იყო. არაფრის დანგრევას ვაპირებთ, თუ ხელისუფლება მოასწრებს,  რაიმე კარგის გააკეთებს, ამ ორ თვეში.  ჩვენ არ გვექნება არანაირი სურვილი ვინმეზე შური ვიძიოთ“,-აღნიშნა მან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, საარჩევნო ციებ-ცხელება სექტემბრიდან გააქტიურდება.

„სექტემბრიდან მოიმატებს ტემპერატურა და უფრო მეტად დაიწყება მზადება არჩევნებისთვის. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ შევიწროებული იყოს ოპოზიციური პარტიები და პირველ რიგში,  „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა და პარტია, რომელსაც აქვს გამარჯვების შანსი  ქუთაისში“,-განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა