"ჩემი წილის ნახევარს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ"
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ის მის წილს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს უნაწილებს. ხალვაშის განცხადებით, ის არ ჩაერევა კომპანიის მართველობაში. ამის შესახებ მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რუსთავი 2"-ის მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ადვოკატი პაატა სალია და რეზო საყევარიშვილი ესწრებოდნენ.
"ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლოს მეთოდთან. ჩვენ მშვიდობიანად დავიბრუნეთ "რუსთავი 2". თუ სასამართლო საბოლოოდ დაადგენს ჩემს წილს, ნახევარს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ. მე პირველი დღიდანვე განვაცხადე, რომ ეს არ არის ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. ამ შემთხვევაში, მე მინდა სამართლიანობა აღდგეს ყველა ადამიანისათვის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალდა. ეს ეხება არა მარტო "რუსთავი 2"-ს, არამედ ყველა სხვა პირად საკუთრებას, რომელიც დაიკარგა და ჩამოართვეს.
ჩვენი ბრძოლის პირველი დღიდან განვაცხადეთ, რომ ჩვენი კომპანია იქნება პატიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. მე ეს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გავითვალისწინე, რომ ხალხს უნდოდა სამართლიანი ყოფილიყო", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















