|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინელი მილიონერი ტიანცზინში დაზარალებულების დასახმარებლად ჩავიდა

ცნობილი ჩინელი მილიონერი და ქველმოქმედი ჩენ გუანბიაო ინტოქსიკაციის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა.  ის საპორტო ქალაქ ტიანციზში,  აფეთქების მეორე დღეს, 13 აგვისტოს 23 თავის თანამშრომელთან ერთად  ჩავიდა. მის მიზანს  დაზარალებულების დახმარება  წარმოადგენდა.

30 საათის შემდეგ ჩენ გუანბაოს ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ინტოქსიკაციის მომაკვდინებელი დონე დაუდგინეს. ამის მიუხედავად ჩინელი მილიონერი პირობას დებს, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს აფეთქების შედეგად დაზარალებულ თანამემამულეებს.

ამ დროისათვის მილიონერი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ცნობები არ გავრცელებულა. ჩენ გუანბიაოს უწოდებენ  ადამიან-ლეგენდას. ის ღარიბ ოჯახში დაიბადა და ცნობილია  არა მხოლოდ მისი სიმდიდრით, არამედ ქველმოქმედებით.

ჩინეთის სააპორტო ქალაქში აფეთქება 12 აგვისტოს მოხდა. დაღუპული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად  იზრდება. გაჩენილი ხანძრის  3 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობა სახლებს ტოვებს და უსაფრთხო ადგილზე გადადის. ქალაქის დანგრეულ კვარტალში ისევ ისმის აფეთქებების ხმა და ქალაქი ბოლით იფარება.

 

 

 

წყარო:უცხოური მედია

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა