|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისათვის 5 მილიარდ 100 მილიონი ლარი დაიხარჯება

2018-2023 წლებში  227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც 5 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება,  ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველაზე მეტი ინვესტიცია საგზაო ინფრატსრუქტურაში იდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში, განსაკუთრებით საინტერესოა მისი განხორცილების ეტაპები, ეს არის მარშრუტი წითელი ხიდიდან სარფამდე და სადახლოდან სარფამდე.  2018-2023 წლების განმავლობაში 227 კმ. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც სავარაუდოდ 5 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. აქედან, მიმდინარეობს 77 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად სრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები 81 კმ. მონაკვეთზე, სადაც ინვესტიცია დაახლოებით 2.1 მილიარდი ლარია. სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს 26 კმ. მონაკვეთზე, ეს არის რიკოთის 2 მონაკვეთი, ჩუმათელეთი-ხევი და შორაპანი-არგვეთა.

ამ მიმართულებთ, შორაპანი-არგვეთაზე სავარაუდოდ გვექნება გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი. ამ მონაკვეთის  დაფინანსება იყო იაპონური, JICA-ს მიერ და მხოლოდ იაპონურ კომპანიებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ტენდერის პირობით. სამწუხაროდ ფასი რომელიც მივიღეთ 2 იაპონური კომპანიიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარით აღემატებოდა საპროექტო ღირებულებას და სესხის ღირებულებას. ამიტომ, დამფინანსებელთან შეთანხმებით ეს პროცესი შევწყვიტეთ და მიდის მოლაპარაკებები 2 დონორ ორგანიზაციასთან, რათა უხლოეს მომავალში დავიწყოთ ეს პროექტი“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა