"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვახდინოთ ეკონომიკური სასწაული"
პოლიტიკურმა პარტიამ „ახალი საქართველო" ქუთაისში ახალი ოფისი თამარ მეფის #54-ში გახსნა. ოფისის გახსნის ცერემონიალზე პარტიის დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ ოფისის ხემძღვანელად ნატო დანელია წარადგინა და წინა საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა.
„მიხარია, რომ ამდენ ხალხს ვხედავ ჩვენს გვერდით. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დასაწყისი ჩვენი გამარჯვების. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელსაც უზარმაზარი ისტორია და ამავდროულად უამრავი პრობლემა აქვს. ჩვენ გვპირდებით, არ დავიღლებით, დღედაღამე ვიმუშავებთ და რასაც გეტყვით, იმაზე მეტს გავაკეთებთ. პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე გამოაცხადეს ტყუილი დაპირებები. ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი პროფესიონალების გუნდი, თუ საქართველოს ეკონომიკა ფეხზე არ დადგა ტყუილი იქნება ყველა დაპირება პენსიებისა და ხელფასების გაზრდაზე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სასწაული. ქალბატონი ნატო დანელია არის ღირსეული კანდიდატი და ჩვენ თქვენი გვერდით დგომით ერთად გავიმარჯვებთ“,-განაცხადა ვაშაძემ.
„პირობას გაძლევთ, რომ ყველა გასაჭირში დაგიდგებით გვერდით. ერთიანი ძალებით გავიმარჯვებთ და შევქნით ახალ საქართველოს. მე მაქვს თქვენი გვერდით დგომის იმედი, თქვენ კი უნდა გქონდეთ ჩემი გვერდით დგომის იმედი“, - აღნიშნა ნატო დანელიამ.
25 ივლისს პრაიმერის შემდეგ გაირკვევა პარტიიდან, ვინ იბრძოლებს ქუთაისის მაჟორიტარობისათვის. არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებად ზაალ ხონელიძე და ნატო დანელია მოიაზრებიან.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















