ჩვენ სწორი გზით მივდივართ და არ აწყობთ, რადგან მათ არ სტკივათ ჩვენი ქალაქი-გიორგი ჭიღვარია
"ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ისინი ხედავენ ამას და რეალურად არ აწყობთ, რადგან მათ არ სტკივათ ჩვენი ქალაქი - ამგვარად გამოეხმაურა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ოპოზიციის მოთხოვნას.
მერის განცხადებით, ის არჩეული მერია და ასრულებს მოსახლეობის დაკვეთას.
"მე ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას, იგულისმება ის, რომ ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთ წარმატებული ქალაქი. ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ისინი ხედავენ ამას და რეალურად არ აწყობთ, იმიტომ, რომ მათ არ სტკივათ ჩვენი ქალქი. 2018 წელს 141 ობიექტი დავასრულეთ. შემოდგომაზე რეგიონული განვითარების ფონდიდან წამოვიღეთ დამატებით თანხა, სამ ქუჩაზე დაიწყო რეაბილიტაცია. 2019 წელს სერიოზული გეგმები გვაქვს, 5 800 000 ლარი ტენდერზეა გასული, დავძარით რიონის სანაპიროს და გალერეის განვითარების პროექტები. დაიწყება ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია და მალე გვექნება წარმატებული ქალაქი", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მან ასევე უპასუხა შენიშვნას საპარლამენტო სტატუსთან დაკავშირებით.
"საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვა ქუთაისისთვის სამწუხარო იყო, მაგრამ ვმუშაობთ, რომ ქუთაისს საპირწონე სიკეთეები ქონდეს, ამას მივაღწევთ და მოსახლეობა შეხედავს. რაც შეეხება "თეთრ ხიდს", მასზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ უფრო მეტი პრეტენზია გვაქვს კომპანიასთან. რაც შეეხება გახსნას, გახსნის დღეს არ ჩანდა ხარვეზები და ხიდი უნდა გახსნილიყო, იმიტომ, რომ მოსახლეობას გაევლო"- განაცხადა გიოგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















