|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ვადებს უმიზეზოდ არ გადავწევთ" - გიორგი ჭიღვარია

ქუთაისში "თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების გამო შემსრულებელი კომპანიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტება ქალაქის მერმა გააკეთა.

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით,  კომპანიას დაკისრებული 9 ათასი ლარის გარდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 220 ლარის ჯარიმა დაემატება. 

"კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა 22 აგვისტომდე აქვს, თუმცა შუალედური შესრულება არ ჰქონდათ და ამიტომ 9 ათას ლარამდე დავაჯარიმეთ.  შესაძლოა,  მათ რამდენიმე დამატებითი დღე  მიეცეთ, რადგან მოცულობა, რაც იყო განსაზღვრული,  მასზე ოდნავ მეტია. დავთვლით და  ამის გამო დღეებს დავუმატებთ. ეს იქნება, სავარაუდოდ, 10 დღე.  ამის შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 220 ლარით დაჯარიმდება. 

ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ბიზნესს, თუმცა ბიზნესიც ასევე უნდა მოექცეს მუნიციპალიტეტს, ჩვენ ვადებს უმიზეზოდ არ გადავწევთ და ეს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ჩვენს ქალაქში", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ "ნიუპრესთან" საუბარში.

შეგახსენებთ, "თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ამ დროისათვის ცხადია, რომ სამუშაოების დასრულება დათქმულ ვადაში ვერ მოესწრება, რაც ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი ხდება.  მერიამ კომპანიის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ალმა-რუს საქართველოს" ფილიალი ასრულებს 435 999 ლარად ასრულებს. 

"ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. კომპანიის ფილიალი ფოთში ერთი წლის წინ დარეგისტრირდა, მისი სათაო ოფისი კი ყაზახეთშია. კომპანიას რაიმე სახის სამუშაო საქართველოში ჯერჯერობით შესრულებული არ აქვს.

 

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანების გამო კომპანია 9 ათასი ლარით დაჯარიმდება

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა