"ჩვენ ვართ კონკრეტული იდეოლოგიის მომსახურე მხარე"
ნიკა გვარამია სრულიად იზიარებს იმ ფაქტს, რომ “რუსთავი 2“„ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმა იყო. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიას“ “რუსთავი 2″- ის გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიასთან შეხვედრის კადრები, სადაც იგი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ მხარეა და იგი კონკრეტულ მიმართულებას ემსახურება.
“რუსთავი 2″ 3 წლის განმავლობაში მიჰყვებოდა “ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, რადგან ფასეულობებში თანაკვეთა იყო. ჩვენი მთავარი მისაღწევი მიზანი არის, ვნახოთ ეს ქვეყანა ევროატლანტიკურად ინტეგრირებული.“ აქვე გვარამია აღნიშავს, რომ ჟურნალისტს, რომელის ხედვაც არ ემთხვევა ტელევიზიის პოლიტიკურ მიმართულებას და იდეოლოგიას, რა თქმა უნდა, მოუწევს რედაქციის დატოვება.
არხის გენერალური დირექტორი გვარამია, „რუსთავი 2" - ს“ ქვეყანაში დემოკრატიის უმთავრესსა და თითქმის ერთადერთ გარანტად მიიჩნევს. აქვე ამბობს, რომ „ჩვენ ვართ მხარე, მაგრამ კონკრეტული იდეოლოგიის მომსახურე მხარე. მედია ვერ იქნება სტერილური (თუ ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლობა) ეს რისკფაქტორია, რომელმაც მაყურებელი შესაძლებელია დაგვაკარგინოს“.
აღნიშნული განცხადება ნიკა გვარამიამ კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიას” პროექტის – „ღია პლატფორმის” ფარგლებში გააკეთა 2015 წლის 22 სექტემბერს, თუმცა ჩანაწერი 24 ოქტომბერს გავრცელდა.
ავტორი: მარუსა ხურციძე





16:29
18:25
15:07
12:11
















