|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენი უტვინობით ივანიშვილის ოცნება ხდება" - აკაკი ბობოხიძე

„რომ ვიყო ისეთივე ბინძური, როგორც არის მეორე მხარეს, შემეძლო ასეთივე წარმატებით მეთქვა, რომ ბიძინა და ნიკანორი ერთად მოქმედებენ" - ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტში, ფრაქციის სამუშაო ოთახში თანაპარტიელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბობოხიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის არსებული შეუთანხმებლობის წყალობით, ბიძინა ივანიშვილის ოცნება ხდება და პარტია იშლება, რაშიც მისი თქმით, ყველაზე დიდი წვლილი  მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის. 

„რომ ვიყო ისეთივე ბინძური, როგორც არის მეორე მხარეს, შემეძლო ასეთივე წარმატებით მეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნიკანორის სასამართლოში დაბარება სპეციალურად დაამთ​ხვია დღევანდელ სხდომას, იმისთვის, რომ ჩვენ გადაგვედო და არ დაგვეყენებინა ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი, ხოლო როგორც კი ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან მისი სასამართლოში დაბარებაც გათავისუფლდა. ნიკანორის ლოგიკით და არა ჩემი ლოგიკით მაშინ გამოდის, რომ ნიკანორი და ბიძინა ერთად მოქმედებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არ ვამბობ. ეს მოხდა ჩვენი უტვინობით, ჩვენი ერთთვიანი შეუთანხმებლობით და ამ შეუთანხმებლობაში, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს, ხდება ბიძინა ივანიშვილის ოცნება და პარტია მიდის დაშლისკენ" , - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. 

ბობოხიძის აზრით, პროცესი, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, აწყობს როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე ბიძინა ივანიშვილს.  ბობოხიძემ ამას “სამწუხარო თანხვედრა“ უწოდა.

“პარტიის ე.წ. მეორე მხარეს არაფერის ორგანიზება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე არ ხდება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დაშლაზე პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს. “ნაციონალური მოძრაობის“ ამ მდგომარეობაში ყოფნა ბიძინასაც აწყობს და მიშასაც აწყობს. ეს სამწუხარო თანხვედრაა - ოღონდ ერთს აწყობს სხვა მოტივით და მეორეს - სხვა მოტივით. ერთი მოტივი კი, ორივეს საერთო აქვს - ორივეს უნდა პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს მარტო ორი ფიგურა და ორი მოთამაშე - მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ეს როგორც ჩანს, ორივეს ინტერესებში შედის, თუმცა ეს ურთიერთანხმობით კი არ ხდება, არამედ ეს ინტერესებით უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ და ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ლიდერად მის გარდა არავინ არ უნდა ჩამოყალიბდეს. ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს, მუდმივად მისი მყარი პარტნიორი მიხეილ სააკაშვილი იყოს და არ გამოჩნდეს არავინ სხვა“, - აცხადებს ბობოხიძე.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა