|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ მეზობლების დახმარებით დააკავა

ქუთაისში ცოლიდ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. 

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ქონდა და შვილთან ერთად ცხოვრობდა.  მასთან ყოფილი ქმარი მივიდა, რის შემდეგაც  ყვირილის ხმა გაიგონეს დასახმარებლად  მივიდნენ, თუმცა  ბინის კარი ჩაკეტილი დახვდათ. 

მათი თქმით, სავარაუდო მკვლელი ბინაში იყო და მას კარი გარედან დაუკეტეს. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. მამაკაცი პოლიციამ ბინაში დააკავა.

ბინაში საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე  ცოტა ხნის წინ მოხდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა