|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცოტნე გამსახურდია ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახისათვის აღმოჩენილი დახმარების შესახებ წერს. მისი ორგანიზებით შეგროვებული თანხით ჯამაძეების ოჯახის საცხოვრებელ სახლს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები ჩაუსვეს. გამსახურდია ამ საქმის ორგანიზებისათვის მადლობას ქუთაისელ გოგი ხაზარაძეს უხდის. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ქველმოქმედებისათვის თანხა გაიღო, თანხების განკარგვის დეტალებს ასევე ცოციალური ქსელის მეშვეუბით აცნობს.

"მოკლედ, მეგობრებო, ჩვენი შეგროვილი თანხიდან 1000 ლარით ქუთაისში ჯამაძეების ხუთშვილიან ოჯახს გავურემონტეთ საცხოვრებელი - დავუყენეთ მეტალოპლასტმასის კარფანჯრები. განსაკუთრებული მადლობა გოგი ხაზარაძეს ადგილზე ორგანიზებისათვის... მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ თანხის შეგროვებაში. დარწმუნებული იყავით, რომ ის ყველაზე გაჭირვებულთა და უმწეოთ მოხმარდება",-წერს გამსახურდია. 

ის სოციალურ ქსელში პერიოდულად უკეთებს ორგანიზებას  თანხების შეგროვებას, რითაც შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარება.

გამსახურდია ჯამაძეების ოჯახის პრობლემებისა და იმ ფაქტის შესახებ, რომ ნანგრევებში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, ადრეც წერდა. რის შემდეგაც "ნიუპრესი"  სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრს დაუკავშირდა. სააგენტოს უფროსის ნინო ჭიღლაძის  განმარტებით,  ჯამაძეების  ოჯახის შემოწმება განმეორებით მოხდა. სარეიტინგო ქულები 3 თებერვალს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც გაირკვევა, აღუდგება  თუ არა ოჯახს სოციალური დახმარება. 

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე