„ცუდია, ახალგაზრდობა მოსაწევმა რომ გააერთიანა“,- დათო ტურაშვილი
ცნობილმა მწერალმა დათო ტურაშვილმა ქუთაისში გამართულ საჯარო ლექციაზე დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით შეკრებილ ახალგაზრდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ცუდია როდესაც უამრავი ახალგაზრდა მოსაწევმა გააერთიანა.
„უნდა მოხდეს თუ არა დეკრიმინალიზაცია, ეს სხვა საკითხია. ცუდია ის ფაქტი, ახალგაზრდობა მოსაწევმა რომ გააერთიანა. სამწუხაროა, რომ სხვა მეტად მნიშვნელოვანი ვერაფერი შევთავაზეთ მათ“,-განაცხადა ტურაშვილმა.
შეხვედრა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სპორტის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული, ქუთაისის კერძო დაწყებით სკოლაში „ღონე ქვეყნისა“ გამიართა. მწერალმა შეხვედრაზე უამრავი საინტერესო ფაქტი უამბო დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ქუთაისში მოპატიჟება მისთვის დიდი ბედნიერებაა.
„დღეს, გვინდოდა გაგვეხსენებინა 100 წლის წინანდელი საქართველო, როგორც სპორტული, ასევე პოლიტიკური. მიყვარს როდესაც ქუთაისში მიწვევენ ხოლმე. ყოველთვის სასიამოვნოა ამ ქალაქში სტუმრობა, ძალიან მიყვარს აქაურობა“,-აღნიშნა მწერალმა.
ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















