|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაირღვა თუ არა კანონი ბიულეტენზე მყოფი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებით?

ქუთაისის საბავშვო ბაღების გათავისუფლებულ თანამშრომლების ადვოკატირებას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გაუწევს. ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, მათ გათავისუფლებულმა ორმა გამგემ უკვე მიმართა. მიმდინარეობს საბუთების შეგროვება, სასამართლოში სარჩელის წარსადგენად.

სანტურიანის თქმით, ამ დროისთვის იმაზე საუბარი, მოხდა თუ არა თანამშრომლების კანონდარღვევით გათავისუფლება, რომელთაც ორმაგი სანქცია დაეკისრათ, რაც  ხელფასის დაკლებას  და გათავისუფლებას გულისმობს,  ნაჩქარევი იქნება. დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ გახდება ცნობილი, დაარღვია თუ არა კანონი ბაგა–ბაღების გაერთიანებამ თანამშრომლების, მათ შორის #15 ფილიალის გამგის, ნანა კაკურიას მიმართ, რომელიც ბიულეტენზე იყო და რომლის  ჯანმრთელობის მდგომარეობაც განვითარებული მოვლენების შემდეგ გართულდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა