|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამსახურიდან გათავისუფლებული ფეხმძიმე გამგის მუცლადმყოფ შვილს საფრთხე ემუქრება

ქუთაისში ერთდღიანი გაფიცვის გამო გათავისუფლებული გამგეები თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებენ. როგორც "ნიუპრესს" განუცხადეს, #15 ფილიალის გამგე ნანა კაკურია განვითარებული მოვლენების გამო შეუძლოდ გახდა. ის ფეხმძიმობის მერვე თვეში იმყოფება და როგორც მისი მეგობარი, მაკა აბულაძე აღნიშნავს, ნერვიულობის ფონზე მუცლად მყოფ ბავშვს ინსულტი განუვითარდა.  მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ნანა კაკურია ქუთაისიდან თბილისში გაუშვეს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ბავშვს ცერებრალური დამბლა განუვითარდეს.

"როდესაც გაგვათავისუფლეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კონტაქტი ერთმანეთთან. ყველაზე მეტად ნანაზე ვნერვიულობდით, რადგან ფეხმძიმედ იყო. ის სამი წელი ელოდებოდა შვილს და ვიცოდით, ნერვიულობა კარგად რომ არ იმოქმედებდა მასზე. როდესაც დავურეკე, მითხრა, რომ ვერ იძინებდა და შეუძლოდ იყო. მივიდა თავის ექიმთან და სასწრაფოდ თბილისში გაუშვეს. ბავშვს ინსულტი მოუვიდა. ექიმები მხოლოდ მცირედ იმედს იტოვენებ, რადგან, ეს არ არის თანდაყოლილი, შესაძლოა, ბავშვი გაუმკლავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცერებრალური დამბლა განუვითარდება. იმედს ვიტვებთ, რომ ასე არ მოხდება. თუ გათავისუფლება უნდოდათ, ჩვენ გავეშვით. ხომ იცოდნენ, ადამიანი ფეხმძიმედ იყო, დალოდებოდნენ და ბავშვის გაჩენის შემდეგ გაეშვათ",–აცხადებს N13 ბაგა–ბაღის ფილიალის ყოფილი გამგე მამა აბულაძე.

როგორს ის აღნიშნავს, ნანა კაკურიას მდგომარეობას სპეკულირებად აფასებენ ქუთაისის თვითმმართველობაში და აცხადებენ, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი აღნიშნული მდგომარეობით მანიპულირებს.                     

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ბაღების თანამშრომლებმა ხელფასების მატების მოთხოვნით ერთღიანი გაფიცვა მოაწყვეს, რის გამოც ბაგა–ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით,  ოთხი ბაღის გამგე სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. მიზეზად კი ბაღების თანამშრომელთა ვერ გაკონტროლება და გაერთიანებისათვის ინფორმაციის  მიუწოდებლობა დაასახელეს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა