,,დაისაჯოს კანონდამრღვევი, კორუმპირებული მერი"-აქცია ზესტაფონში
,,დაისაჯოს კანონდამრღვევი, კორუმპირებული მერი" -ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნოთ მერვე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
კახა მახათაძის კაბინეტთან მოაქლაქეები არიან შეკრებილები, კარები კი წებოვანი ლენტითაა დაკეტილი. აქციის მონაწილეთაგან ოთხი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს.
აქციის მონაწილეები მახათაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.
"დაისაჯოს კანონდამრღვევი, კორუმპირებული მერი, რადგან მასზე სისხლის სამართლის მუხლით რამდენიმე საქმეა აღძრული, ვიდრე ზესტაფონის მერი თანამდებობას არ დატოვებს არ დავიშლებით"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ზესტაფონში შიმშილობის აქციის პარალელურად მერიის შენობასთან კახა მახათაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ამბობენ, რომ პრობლემების გასაცნობად მერთან შეხვდერას ვერ ახერხებენ, რადგან მერი კაბინეტში შესვლას მერვე დღეა ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა პროტესტის ისეთ ფორმას უნდა მიმართონ, რომელიც ქალაქის განვითარებას ხელს არ შეუშლის.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















