|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საჯარო სკოლები, შესაძლოა, დაჯარიმდნენ

ქუთაისის 10-მდე  სკოლასა და  "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციას" შორის არსებულ დავაზე, საქალაქო სასამართლო განაჩენს 21 აპრილს გამოიტანს.

მხარეების დაპირისპირების მიზეზი ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციის " მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცის ვადების დარღვევა გახდა.

უკვე გაიმართა რამდენიმე პროცესი. ადმინისტრაციულ საქმეზე განაჩენს მოსამართლე გენადი მაკარიძე გამოიტანს.  

სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენენ  სსიპ ქ. ქუთაისის №14, 30, 19, 12, 40, 33, 10, 9 და 1 საჯარო სკოლები.

სკოლების ინტერესს განათლების რესურსცენტრი იცავს. მათ შესაძლოა, ფულადი ჯარიმა, ან გაფრთხილება მიიღონ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი