|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ექიმმა სასჯელის ნახევარი ისე მოიხადა, რომ საქმე უზენაეს სასამართლოში არც ჩანიშნულა

ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლის დაკავებული დირექტორის საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. საქმე უმაღლეს ინსტანციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა. როგორც ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი აცხადებს, საქმის ჩანიშვნა მოსამართლეების სიმცირის გამო ვერ ხდება. 

"უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების პრობლემაა, ძალიან ცოტა არიან და საქმის განხილვა ამ დრომდე ამიტომ ვერ ჩაინიშნა. ჯერ არ ვიცით, როდის ჩაინიშნება. რაც შეეხება ჩვენს საქმეს, წერილობით მივმართეთ სახალხო დამცველის აპარატს. მათ უკვე გვაცნობეს, რომ დაიწყეს საქმის შესწავლა და გარკვეულ პროცედურული დარღვევები მათაც აღმოაჩინეს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება", - განაცხადა ალექსსანდრე თათელიშვილმა. 

ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2018 წლის იანვარში დააკავეს. მას 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი  სააპელაციო სასამართლომ 2 ივლისის გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა, რის შემდეგაც საქმემ განსახილველად უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა. 

 ირაკლი მერკვილაძემ პატიმრობის ვადის ნახევარი უკვე მოიხადა. 

შეგახსენებთ, ექიმს ბრალი 116-ე მუხლით დაედო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა