|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაკავებული "ქართული ოცნების" წევრი 50 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან განხორციელებული აქციის დროს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს,  ოთარ ლორთქიფანიძეს  სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით შეუფარდა.

ლორთქიფანიძეს აღნიშნული ჯარიმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის იერსახის დამახინჯებისთვის დაეკისრა. მას  ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 150 მუხლით წაუყენეს. ლორთქიფანიძე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და გასაჩივრებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილი "ქართული ოცნების" აქტივისტები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა