|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება არ ყოფილა - შავლეგო ტაბატაძე გრიგოლ დალაქიშვილის გათავისუფლების შესახებ

არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გრიგოლ დალაქიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების კომენტირებისას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გელათში დავითობის დღესასწაულზე ყოფნისას უპასუხა.
გუბერნატორის თქმით, დალაქიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.


"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, პირველად მესმის. მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ზოგადად, დალაქიშვილი თავის საქმიანობას ართმევდა თავს. ცვლილებები თუ იქნება, ამის შესახებაც შეიტყობთ, ვინ შეცვლის, ჯერ არ გვაქვს მოფიქრებული", -განაცხადა შავლეგი ტაბატაძემ.


კითხვაზე, დალაქიშვილმა რატომ დატოვა თანამდებობა, ტაბატაძემ განაცხადა, რომ ამაზე თავად დალაქიშვილმა უნდა უპასუხოს.


შეგახსენებთ, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის განმავლობაში არაოფიციალურად ვრცელდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი დალაქიშვილი გვირჩევდა, რომ წყაროები შეგვეცვალა. არსებული ინფორმაციით, იმერეთის ვიცე გუბერნატორისა და ქუთაისის ვიცე მერის გიორგი იობაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი პარტიის ცენტრალულ ოფისში გადაწყდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა