|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტყე ნადგურდება თუ არა?!" - დაპირისპირება მუხნარის ტყეში [VIDEO]

მუხნარის ტყეში პარტია "თავისუფალ საქართველოს" წევრებსა და სატყეოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მისული იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსის კახა გაზდელიანის განცხადებამ გოგი წულაია გააღიზიანა. კახა გაზდელიანის თქმით, სატყეო დეპარტამენტი ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს და ამის შესახებ ინფორმირებული იყო გოგი წულაიაც, თუმცა, ამის მიუხედავად, მან  პიარისთვის გათვლილი პერფორმანსი მოაწყო.

"ეროვნული სატყეო სააგენტო გეგმაზომიერად, კანონმდებლობით არსებული წესით, ახორციელებს ტყის მოვლას, მოვლის ერთ-ერთი სახეობა არის სანიტარული ჭრაც. აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიშნული არის 1 500 კუბური მეტრის მოცულობის ხე-ტყე, რომელიც მოსახლეობაზე უნდა გაიცეს. ეს ხეები მოიჭრება და მოსახლოებაზე გაიცემა. ამასთან,  მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომელიც ტყის აღდგენა-განახლებას ითცალისწინებს. მათ შორის ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი პირობები შეიქმნება, პლუს ამას,  მოხდება ჩარგვა იმ ჯიშების, რომლებიც ადაპტირებულია ამ ადგილზე.  ტყეკაფს ორი წელი აქვს ათვისების ვადა, ამის მერე დაიწყება დარგვა. ადგილზე დაახლოებით 10 000 ძირი იფნისა და იმერული მუხის ნერგები დაირგო და მომავალი წლისთვისაც გაგრძელდება. ამ სამუშაოების შესახებ ინფორმირებული იყო გოგი წულაია. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ, თუმცა პიარისთვის მაინც გამართა აქცია", - განაცხადა კახა გაზდელიანმა.

გაზდელიანიას განცხადებას გოგი წულაია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტყე რეალურად ნადგურდება და ხელისუფლება მხოლოდ განცხადებების კეთებითაა დაკავებული.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა