|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაღუპული ჯარისკაცის მამა იმერეთის გუბერნატორს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის მირზა ჩაჩუას ოჯახი იმერეთის გუბერნატორს უყურადღებობაში ადანაშაულებს. შვილმკვდარი მამის გია ჩაჩუას განცხადებით, რამდენიმე კვირაა შავლეგო ტაბატაძეს, როგორც ყოფილი გენერალს, შეხვედრას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროს მამა ირწუმება, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს კი საქმის ობიექტური გამოძიება არ სურს.

"ორი კვირის წინ ვთხოვე დახმარება იმერეთის გუბერნატორს, მაგრამ უშედეგოდ. ნუთუ ვერ ნახა დრო, რომ შვილმკვდარ მამას შეხვედროდა და გაეგო რას ვითხოვთ, ჩემი შვილი არ სვამდა და ვფიქრობ, რომ ის მოკლულია"-განაცხადა გია ჩაჩუამ.

დაღუპული მირზა ჩაჩუას ოჯახი დახმარებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრს სთხოვს. ადვოკატის ლედი ტუკვაძის განცხადებით, არ სურდათ თემის არჩევნებამდე გაჟღერება, რომ მას პოლიტიკური ხასიათი არ მისცემოდა, თუმცა არჩევნების შემდეგაც არ მოხდა შეხვედრა.

იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ  ოჯახს მათთვის არასოდეს მიუმართავს. ოჯახის ადვოკატის თქმით, კი შეხვედრის შესახებ მოთხოვნა მედიით გავრცელდა და გუბერნია უნდა დაინტერესებულიყო ამ მიმართვით.

შეგახსენებთ, 31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა