|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონი ანტივირუსული პრეპარატით მომარაგდა

დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონი და ასევე რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მომარაგდა ანტივირუსული პრეპარატით ,,ტამიფლუ"- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.  

მათივე ინფორმაციით,   ანტივირუსული მედიკამენტი ქვეყანაში შემოტანილი ახალი მარაგიდან მიიღეს.

სააფთიაქო ქსელებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 13 000 კოლოფი „ტამიფლუ“ გაიგზავნა.

ყველა პირი პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს.

მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი, სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) იქნება ხელმისაწვდომი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა