|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოში ახალი მავნებელი -"აზიური ფაროსანა" გამოჩნდა

დასავლეთ საქართველოში ახალი მავნებელი - აზიური ფაროსანა გამოჩნდა.  მავნებელის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, თხილის ფართობებში  ფერომონები (დამჭერი ხაფანგები) დამონტაჟდა.

  მავნებელთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ფერომონების (დამჭერი ხაფანგების) განთავსება მთელი ქვეყნის მასშტაბით   22 ათას წერტილზეა დაგეგმილი. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე,  განისაზღვრება ქიმიური წამლობის ფართობები. შეწამვლითი ღონისძიებები ივნისში დაიწყება. მსოფლიოს ენტომოლოგების რეკომენდაციით, შესხურებისას გამოყენებული იქნება  ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელიც  გამოცდილია საქართველოში. 

 პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს  რეგიონული სამმართველოების და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა.  

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები   აქტიურ ფაზაში შედის.  სააგენტოს სამსახურების და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ სპეციალური სწავლების კურსი მონიტორინგის მეთოდებთან  დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს ეფექტიანად  დავგეგმოთ ქიმიური წამლობის არეალი“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) სპეციალისტებმა სამუშაო ჯგუფებს  მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის და მონიტორინგის მეთოდები გააცნეს. 

აზიური ფაროსანას  მონიტორინგთან დაკავშირებით  სამუშაო შეხვედრები ანაკლიაში, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გაიმართა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო  ახალ მავნებელთან დაკავშირებით  სწავლებებს და მონიტორინგს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) მხარდაჭერით ახორციელებს. ​

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა