|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დათბება - 22-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 მაისამდე საქართველოში თბილ და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება.

„თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 22-23 მაისს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: