|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე"

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც "თეთრ ხიდზე" სტიკერების გაკვრის გამო არასამთავრობო ორგანიზაციის დაჯარიმების გადაწყვეტილება არ გადაიხედება, მერის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე ეხმიანება. 

"სამწუხაროა, რომ მერი ამ საკითხზე ვერ გაითვალისწინებს საბჭოს წევრების რეკომენდაციას, თუმცა ეს მისი კანონიერი უფლებაა. ჩვენ გვესმის, რომ იურიდიული თვალსაზრისით ამ რეკომენდაციის გათვალისწინება პროცედურულადაც რთული იქნებოდა, რადგან უკვე სასამართლოში მიმდინარეობს საქმე. საბჭოს სხდომაზე წევრები შევთანხმდით ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ ფორმურებაზე: “მიეცეს რეკომენდაცია ქალაქის მერს გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას”. მე, პირადად ძალიან ვგულშემატკივრობ ამ საკითხს. ალბათ, დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე", - განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, მერიის მრჩეველთა საბჭომ მერს რეკომენდაციით მიმართა დაჯარიმების გადაწყვეტილების გადახედვის გამო. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეს თეთრ ხიდზე გამაფრთილებელი სტიკერების გაკვრის გამო 500 ლარის ჯარიმა გამოუწერეს. "ევროპა ჩვენი სახლია", რომელიც მერიისადმი კრიტიკით გამოირჩევა, აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად მათ გაჩუმებას ისახავს.  მათივე მტკიცებით,  საბჭოსთვის საკითხის განხილვის მოთხოვნით არ მიუმართავს და მისგან არც რაიმე ქმედითი შედეგის მოლოდინი აქვთ.

"ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ, მითუმეთეს, ქუთაისის მერიას. ეს იმ ადამიანების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ვინც ეს გაახმოვანა მერიის მრჩეველთა საბჭოში, ეს საკითხი "ლიბერალური კლუბის" თავმჯდომარე გოჩა ჩხეტიამ დააყენა მრჩეველთა საბჭოში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ამოწერით ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ იმას ცდილობს, რომ გადაფაროს თავისი უსუსურობა და დანაშაული,  თან შეეცადოს ჩვენ გაჩუმებას, რაც ასე არ მოხდება ჩვენის მხრიდან. ვერც ამ ჯარიმით და კიდევ სხვა სანქციებით ვერ შესძლებს ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენს გაჩუმებას"- განაცხადა "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარემ გია გოქაძემ.

საქმეს ქუთაისის სასამართლო 19 თებერვალს განიხილავს. გია გოქაძის ინტერესებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი დაიცავს.

ქუთაისის მერია მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა