|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ოქიტაშვილისათვის შენობის გადაცემის საკითხს ქუთაისის საკრებულოში დაპირისპირება მოყვა [VIDEO]

ქუთაისის საკრებულოში დავით ოქიტაშვილისათვის ავანგარდში ქარხნის ყოფილი შენობის გადაცემის საკითხს დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. კამათი ხმამაღალ დაპირისპირებასა და არეულობაში გადაიზარდა.

ქუთაისის საკრებულოში "საქართველოს კულტური პალატისთვის" ობიექტის გადაცემის საკითხის განხილვას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და "ქუთაისი არენას" წარმომადგენლები ესწრებიან. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ.

გიგა შუშანიამ განაცხადა, რომ ის არ მისცემს უმრავლესობას უფლებას გადაუხვიონ მთავარ თემას, რაც პალატისთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს, ამიტომ უნდა ამოიღონ საკითხი დღის წესრიგიდან, რადგან უხერხულია, ფალიაშვილის ქალაქში კულტურას ოქიტაშვილმა უხელმძღვანელოს.

შუშანიას განცხადებამ დავით ოქიტაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ოქიტაშვილმა შუშანიას "გარეწარი" უწოდა და განაცხადა, სირცხვილი ის არის, გიგა შუშანია რომ ზის საკრებულოში.

დაპირისპირების შემდეგ გიგა შუშანიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ფაქტს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი და განაცხადა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საკრებულოს და მის წევრებს ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა