|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ოქიტაშვილისთვის ქუთაისში ყოფილი ქარხნის შენობის გადაცემას ოპოზიცია აპროტესტებს

ქუთაისში მერიის გადაწყვეტილებით, "საქართველოს კულტურის პალატას " ყოფილი ქარხნის შენობას უსასყიდლოდ გადაცემენ. პალატისთვის 2104 კვ.მ ფართობის შენობის და 6 420 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთის გადაცემას გაერთიანებული ოპოზიცია აპროტესტებს.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ხელისუფლება კულტურის პალატის თავმჯდომარეს დავით ოქიტაშვილს ობიექტს უსასყიდლოდ გადასცემენ და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.

შუშანიას განცხადებით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, ქუთაისში კულტურის სფეროს ოქიტაშვილისთვის ჩაბარებას გეგმავს.

"დავით ოქიტაშვილს ქონებას გადასცემენ იმ განცხადებების საფასურად, რასაც ის აკეთებს.  მიგვაჩნია,  ამით აჯილდოებენ მას. რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ყოფნის დროს განაცხადა, რომ ქუთაისი უნდა გახდეს კულტურის ცენტრი და ალბათ, ამ სფეროს ოქიტაშვილისთვის ჩაბარებას აპირებენ. დაუშვებელია, დავით ოქიტაშვილს  უსასყიდლოდ მისცენ ქალაქის ქონება, ასევე შეურაცხყოფაა ქუთაისისთვის ასეთ ოდიოზურ ფიგურას ჩააბარონ მისი კულტურა", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

"ქუთაისი არენა" სულხან-საბას გამზირზე მდებარეობს, სადაც საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით კონცერტები ტარდება.

მისთვის ქონების გადასაცემად ქუთაისში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა