|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავწიოთ საარჩევნო ბარიერი 3 %-მდე" - ლაშა ტუღუში

დავწიოთ ბარიერი 3 %-მდე - ამის შესახებ  ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვაზე ”აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის” თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა განაცხადა.

"ჩვენ რეალურად გვჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოვითხოვეთ, რომ საარჩევნო ბარიერი 5 %-იდან 3-%-მდე შემცირდეს, რომ სხვა, პატარა პარტიებსაც მიეცეთ საშუალება შევიდნენ პარლამენტში",-განაცხადა მან.

ტუღუშის თქმით, ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეებს არგუმენტად მოყავთ ის, რომ ისინი პარლამენტში "იხმაურებენ" და "რატომ გვინდა გავიმეორეოთ წარსული შეცდომები". "აბა, რა გვინდა ჩვენ?  ყველაზე დიდი სიჩუმე, ვიცი, სადაც არის, ასეთი პოლიტიკური სიტუაცია გვინდა?"-განაცხადა მან.

ლაშა ტუღუშის თქმით, ევროპაში არის ქვეყნები, სადაც არის დაბალი ბარიერი, მართალია, ასეთი ქვეყნების რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი რეალობა და დავწიოთ საარჩევნო ბარიერი, რომ პარტიებს განვითარების საშუალება არ მოესპოთ. 

 საკონსტიტუციო ცვლილებების   განხილვას  ბათუმში კომისიის წევრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა