|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დედამიწაზე წლის განმავლობაში 11 000 ჰექტარი ტყე იჩეხება

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა–დედამიწის მეგობრები" ქუთაისში სემინარი გამართა. ორგანიზაციის წევრებმა და ექსპერტებმა გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატურ ცვლილებებსა და ენერგორესურსების მდგრადი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში ავთანდილ გელაძემ იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც გლობალურ დათბობას მოჰყვება. მისი განცხადებით, კოსმოსური მოვლენებით დედამიწის ტემპერატურის საგრძნობი მატება მოხდა.  მეცნიერების დასკვნით, უახლოეს წელიწადში ტემპერატურის 2–3 გრადუსით გაზრდაა მოსალოდნელი.

"1000 წლის განმავლობაში დედამიწის ტემპერატურა 1 გრადუსი იყო, ამ ფონზე კი საშუალო ტემპერატურა 15 გრადუსი, ბოლო პერიოდში კი ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სხვადასხვა მოვლენებზე. ერთ–ერთი ფაქტორი მწვანე საფარის განადგურებაა. დედამიწაზე ყოველწლიურად 11 000 ჰექტარი ტყე იჩეხება. ადამიანები, სამწუხაროდ, ვერ შეშინდნენ მეცნიერების დასკვნებით. არავის  შეუძლია იმის დაზუსტებით თქმა, კატასტროფები დედამიწაზე როგორ გადანაწილდება, სად დაიწყება გვალვები და სად წყალდიდობები,"–განაცხადა ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში ავთანდილ გელაძემ.

კლიმატის ცვლილება დედამიწისათვის საფრთხეს რომ წარმოადგენს, ჯერ კიდევ 1979 წელს აღიარებს კლიმატისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონფერენციაზე. გლობალური დათბობა ეს არის ატმოსფეროში "სათბურის გაზების" ემისიების და შესაბამისად "სათბურის გაზების" კონცენტრაციის ზრდა.

შეხვედრაზე პარაფირებისა და ასოცირების ხელშეკრულებებსა და საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრეს. ექსპერტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ან არ იცის რას მოაწერა ხელი, ან ის სამუშაოები არ სრულდება, რასაც ხელშეკრლება ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, მთავრობაში თვლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები ჰიდროელექტორსადგურების მშენებლობაა და არავინ ზრუნავს ბიოენერგიის გამოყენებაზე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა