|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეკანოზი დავით ისაკაძე გეგმავს, რომ პარლამენტის წინ მოშიმშილეებს მეთვალყურეები მიუჩინოს

დეკანოზი დავით ისაკაძე აპირებს რომ მეთვალყურეები მიუჩინოს ანტისაოკუპაციო აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც ათ დღეზე მეტია პარლამენტის წინ შიმშილობენ. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. აღნიშნული ინფორმციის თანახმად,  დავით ისაკაძე ვარაუდობს, რომ ისინი არ შიმშილობენ:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოშიმშილეებს მორიგეობით დავუყენოთ მეთვალყურეები. წყალს მივაწოდებთ... მე არ გამიგია ადამიანი 14 დღე შიმშილობდეს და ფიზიკურად იმატებდეს, ცოტა უცნაურია. და ჩვენ მივეხმარებით, როგორ იშიმშილონ“.

დავით ისაკაძემ ეს განცხადება რესპუბლიკის მოედანზე გააკეთა და განაცხადა, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.

დავით ისაკაძემ ასევე მოუწოდა შსს-ს „საშინელი ხალხისგან და ბანერებისგან გასუფთავდეს“ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რათა სასულიერო პირებმა იქ პარაკლისის გადახდა შეძლონ.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ სხვა მოშიმშილეებთან ერთად ქუთაისელი ექიმი ვახო სიხარულიძე უკვე მე-12 დღეა შიმშილობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა