|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს დეპუტატებმა და გუბერნიამ გიორგი ჭიღვარიაზე მოიპოვეს გამარჯვება"-გიგა შუშანია

დღეს დეპუტატებმა და გუბერნიამ მოიპოვეს გამარჯვება გიორგი ჭიღვარიაზე -  ასე აფასებს  ქუთაისში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია. მისი თქმით, დაპირისპირება ამით არ დასრულდება და კიდევ უფრო გაღმავდება.  

 "ეს არის გამოძახილი "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე შიდა დაპირისპირების,  რომლის შესახებაც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობდით, ამ ჯგუფებს შორის დაპირისპირება დღითიდღე ღრმავდებოდა, თუმცა ვერ გაბედეს ჯერჯერობით ჭიღვარიას გადაყენება, თუმცა, ჩვენი ინფორმაცით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი.  სწორედ ჭიღვარია-დალაქიშვილი-იობაშვილი წარმოადგენენ "ქართული ოცნების" რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელის დიმიტრი სამხარაძის გუნდს. სწორედ ამ ჯგუფის შევიწროება მიმდინარეობს.  თუ დატოვეს ჭიღვარია თანამდებობაზე, ის იქნება ფორმალური მერი და ხოლო,  ვინც დაინიშნება იობაშვილის ადგილზე, ის იქნება რეალურად გადაწყვეტილებების მიმღები.  რაც ხდება, რა თქმა უნდა,  ცუდია, ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირებას ქალაქის ინტერესები ეწირება... დღეს (პარლამენტის) დეპუტატებმა და გუბერნიამ მოიპოვეს გამარჯვება ჭიღვარიაზე, ისინი წარმოადგენენ კალაძე-კობახიძის გუნდს.  გუბერნატორი წარმოადგენს ფრთას,  რომელიც ნამდვილად არ არის ამ გუნდის ნაწილი. ეს უფრო ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ფრთაა, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი კავშირები და ბმა გააჩნია ბიძინა ივანიშვილთან"-აცხადებს გიგა შუშანია.

რაც შეხება ლაშა ნარჩემაშვილის შესაძლო დანიშვნას ვიცე მერის პოსტზე, შუშანია აცხადებს: "როდესაც ჭიღვარიას წასვლის საკითხი განიხილებოდა, მაშინ შიდა გარემოცვა ამ საკითხს განიხილავდა, თუმცა ამ ეტაპზე, არ ვიცი, არ ვფლობ ინფორმაციას. თუ დაინიშნება ლაშა ნარჩემაშვილი, ჩათვალეთ, რომ ის მერის ფუნქციებით აღჭურვილი იქნება", - განაცხადა გიგა შუშანიამ.  

შეგახსენებთ, გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წლის ივნისში ქუთაისის მესამე-ვიცე მერად დაინიშნა. მისთვის თვითმმართველობაში შტატიც შეიქმნა. იმ დროისთვის ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ დალაქიშვილი იმჟამინდელი მერის შოთა მურღულიას გასაკონტროლებლად დაინიშნა, რასაც მურღულია არ ადასტურებდა. მოგვიანებით დალალქიშვილმა გუბერნიაში გადაინაცვლა და გუბერნატორის მოადგილე გახდა. გუბერნატორის წასვის შემდეგ მის მოვალეობას ასრულებდა და გუბერნატორობის კანდიდატადაც განიხილებოდა. რაც შეეხება გიორგი იობაშვილ,ს ის ვიცე-მერის პოსტზე 2017 წლის აგვისტოში მას შემდეგ დაინიშნა, რაც გრიგოლ დალაქიშვილმა გუბერნიაში გადაინაცვლა. გიორგი იობაშვილი იმთავითვე მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა. გიორგი ჭიღვარიამ მერად არჩევის შემდეგ მის მოადგილედ სწორედ გიორგი იობაშვილი წარადგინა. დღეს კი გრიგოლ დალაქიშვილმა და გიორგი იობაშვილმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. მერიაში სხვა მიზეზებზე არ საუბრობენ და იობაშვილს საქმიანობას წარმატებულად აფასებენ. აღსანიშნავია, რომ მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარებს, რომელიც თებერვალში უნდა დასრულდეს. 

 

"ჩემს ძმას მუნიციპალურ თანამდებობებზე ამბიცია არ აქვს"

იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მერის მოადგილემ გიორგი იობაშვილმა თანამდებობა დატოვა

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა