|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში 53 დევნილს ევროკავშირის გრანტი გადაეცა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, იმერეთის რეგიონში გრანტი 53 დევნილს გადასცა. დევნილებმა გრანტების საშუალებით შეიძინეს ტექნიკა საოჯახო სამზარეულოსთვის, ფუტკრის სკები, ბოცვრები და მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად საჭირო სხვა რესურსი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშილმა, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულეს. 

საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810 006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა