"დინამოს" გარდა სხვა გუნდების შემოთავაზებებიც მაქვს"- კახა ჩხეტიანი
ქუთაისის "ტორპედოში" პრობლემები არ გამოსწორებულა. გუნდი ისევ ინვესტორის მოლოდინშია. ინვესტორის გადაწყვეტილებას ელოდება მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი, რომლის "დინამოში" შესაძლო გადასვლის შესახებ უკვე გავრცელდა ინფორმაცია.
ჩხეტიანის განცხადებით, თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.
"ისიც არ ვიცი, წავალ თუ არა ტორპედოდან. ველოდები რამდენიმე უახლოეს დღეში საკითხების გადაწყვეტას. "დინამოს" გარდა სხვა გუნდების შემოთავაზებებიც მაქვს და მალე ყველაფერი გაირკვევა," - განაცხადა ჩხეტიანმა adjarasport.com-თან საუბარში.
"დინამო თბილისში" კახაბერ ჩხეტიანი 2015/16 წლებში მუშაობდა. 2017 წლიდან "ტორპედოში" მუშაობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















