|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს ისევ განსასჯელის სკამზე დავჯდები" - გია თევდორაძე

დღეს ისევ განსასჯელის სკამზე დავჯდები - წერს სოციალურ ქსელში გია თევდორაძე. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმის განხილვა გაიმართება.  

განსასჯელებს შორის გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისელი წარმომადგენლები გია თევდორაძე და კახა მაჩიტიძე არიან. 

"დღეს ისევ განსასჯელის სკამზე დავჯდები არ ვიცი რას აპირებს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი. თუმცა ვიცი ორი რამ, ერთი ის, რომ მართალ მხარეს ვარ კარგ ხალხთან ერთად და მეორე ის, რომ ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ბ ო ლ ო მ დ ე!!!", - წერს გია თევდორაძე.

 შეგახსენებთ, 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები გია თევდორაძე, ზურაბ კოსტავა და კახა მაჩიტიძე არიან. სასამართლო პროცესი იმავე დღეს ჩაინიშნა, თუმცა გადაიდო, ხოლო დაკავებულები ადმინისტრაციული წესით გაათავისუფლეს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა