|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს მოსახლეობამ გაიმარჯვა, პროცესი მოვიგეთ!"-ნატო ქათამაძე

"დღეს, ქუთაისის საკრებულო-მერიას პროცესი მოვუგეთ, ვულოცავ ბუხაიძის ქუჩის N 17, N 19 ბინების მოსახლეობას.  საქმეს, რომელსაც ჩემი საკრებულოს წევრობის პერიოდში (2017 წ.) არ ვეთანხმებოდი და ვდაობდი, დღეს სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით გაამყარა. ანუ, გააუქმა საკრებულოსა და მერიის ის ნორმატიული აქტები, რომლითაც შპს "ფალამინგოს" ბუხაიძის ქუჩაზე უკანონოდ, 25 წლიანი აღნაგობის უფლებით, დაუსაბუთებელი არგუმენტებით მისცეს სკვერში მშენებლობის უფლება...
დღეს მოსახლეობამ გაიმარჯვა, პროცესი მოვიგეთ!!! გილოცავთ ყველას, ვისაც მოსახლეობის ეს წარმატება გაგიხარდათ, ვინაიდან პრეცედენტი, რომ სკვერში მშენებლობები არ შეიძლება,  შექმნილია და მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებების წინააღმდეგ შეგიძლიათ იმედით იბრძოლოთ", -წერს  ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე.

 მიუხედავად იმისა, რომ მისი სამაჟორიტარო ვადა ამოიწურა, ნატო ქათამაძე  ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებთა ინტერესების დაცვას მაინც აგრძელებდა. 

დღეს კი,  ქუთაისის მერიასა და ბუხაიძის #17 და #19  ბინების მცხოვრებთა სასამართლო დავა დასრულდა. სასამართლომ დააკმაყოფილა  მოსახლეობის სარჩელი, რომლის მიხედვითაც ქუთაისის  მერიისა და საკრებულოს 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაფე "ფლამინგოს" სკვერი აღნაგობის უფლებით არაკანონიერად გადაეცა.

შეგახსენებთ,  მერიამ კინო საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფე "ფლამინგოს" მფლობელს აღნიშნული ტეტიტორიის სანაცვლოდ ადგილი  ბუხაიძის ქუჩაზე გადასცა, რამაც ადგილობრივი  მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა