დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი 16 საათის ნაცვლად 15 საათზე წარდგება.
სესია 13:00 საათზე განახლდება. პარლამენტი პლენარულ სხდომის ფორმატში მუშაობას სხვადასხვა საკითხების განხილვით დაიწყებს, რის შემდეგაც გიორგი გახარიას მოსმენა გაიმართება.
შსს მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამ საკითხზე ისაუბრებს, ესენია: 2018 წელს შსს-ის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგები, შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ასევე 2018 წლის 12 მაისს კლუბებში -„ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაცია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



12:47
14:20
17:49
16:38
















