|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბრძოლა ახლა იწყება" - დღეს თბილისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

"რიონის ხეობის მცველები“ 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე “ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ, ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ჰესის წინააღმდეგ  ბრძოლა ახლა იწყება. მისი აზრით, 23 მაისს ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია იქნება. რიონის ხეობის მცველები ამ აქციისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.

პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება „რიონის მცველებმა“ კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ ერთი წლის განმავლობაში ნამახვანჰესის მშენებლობაზე მორატორიუმს გამოაცხადებდა, თუმცა მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.

რიონის ხეობის მცველებს პროტესტის თავდაპირველ ადგილამდე - ნამოხვანში, სადაც კარვები ქონდათ გაშლილი,  აღარ უშვებენ, სოფელში შესასვლელ გზას პოლიცია აკონტროლებს.

ნამახვაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

ავტორი: ნიუპრესი