დღის ფოტო - "მარადიული ცეცხლი" გაზის ბალონით
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარვების დღის აღსანიშნავად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ყურადღებას იპყრობს "გაზის ბალონით" ანთებული "მარადიული ცეცხლი", რომელთანაც მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე გუბერნატორი პაატა ნადირაძე პოზირებენ.
ფოტოები იმერეთის გუბერნიის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
როგორც ჩანს, "მარადიული ცეცხლს" წყალტუბოში დიდი ტრადიცია აქვს. ამას ადასტურებს წინა წლების ფოტოებიც. თუმცა 2014 წლის ფოტოები უფრო საინტერესო აღმოჩნდა: მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერზე ჩანს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი სხვა თანამდებობის პირები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამარჯვების დღეს "გეორგიევსკის ლენტით" მკერდდამშვენებულები აღნიშნავენ.
იხ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური გვერდი
როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, 2014 წელს ეს ლენტი არა მხოლოდ მათ, გამარჯვების დღის აღსანიშნავად საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებით დაწყებული, ყველას ეკეთა.
2017 წლის 9 მაისი წყალტუბოში:

2014 წლის ფოტოები:


ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















