|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ ავარიულად გამოირთო

 საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის ქუთაისში, სადაც ქალაქის დღესასწაული აღინიშნება, ერთი საათით ელექტროენერგია გაითიშა. 

გათიშვის მიზეზად ენერგოსისტემაში მომხდარი ავარია სახელდება. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ინფორმაციას ავრცელებს. 

„დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 ავარიის მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება.

 

ქუთაისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო "ეშმაკის ბორბალზე" ბავშვები დარჩნენ

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა