ქუთაისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო "ეშმაკის ბორბალზე" ბავშვები დარჩნენ
ქუთაისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, გორის პარკში, ე.წ. ეშმაკის ბორბალზე ბავშვები დარჩნენ.
მათი ჩამოყვანა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს. მათ ატრაქციონიდან 20-მდე მოზარდი და რამდენიმე სრულწლოვანი მოქალაქე ჩამოიყვანეს.
მოქალაქეებს მაშველების დახმარება დაჭირდათ საბაგიროებზეც. რამდენიმე წუთიანი მოლოდინის შემდეგ, ისინი მაშველების დახმარებით ჩამოვიდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგია 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო. გათიშვა თითქმის ერთი საათი გაგრძელდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















