ტყიბულში, მაღაროელების პროტესტს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ეხმაურება. ელისო ჩაფიძემ მთავრობის წევრებს პარლამენტიდან მიმართა და განაცხადა, რომ მაღაროელები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან, მათ მოეხსნათ შეღავათები, რომელიც ამ დრომდე არსებობდა.
როგორ დეპუტატმა აღნიშნა, "პარლამენტმა მიიღო მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონ-პროექტი და 1999 წლის ვერსიის გაუქმებამ ტყიბულელ მეშახტეებს მოუსპო ის მცირეოდენი შეღავათები, რომელიც მათ ამ კანონის მიხედვით ჰქონდათ შემორჩენილი."
ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ მეშახტეები უკვე რამდენიმე თვეა მასთან, როგორც მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ის მათთან მარტო შეხვედრას არ აპირებს, რადგან სათქმელი მეშახტეებისთვის არაფერი აქვს. ელისო ჩაფიძემ ამ შეხვედრაზე მისი კოლეგები დაპატიჟა.
„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე მინდა პარლამენტის ეს მაღალი ტრიბუნა გამოვიყენო იმისათვის, რომ მივმართო ჩვენი გუნდის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ვკითხო მას, რის გამო ისჯებიან ტყიბულელები? მე მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, ჩემი გუნდის წარმომადგენლებს. ისინი ვერ იტყვიან, რომ მე ეს საკითხები არ მაქვს დაყენებული. კანონპროექტის ავტორებს, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის, ბატონ გიორგი ჟორჟოლიანს, ბატონ გია ვოლსკის და ჩემი გუნდის ყველა წევრს, რომ მე არ წავიდე დღეს მარტო ტყიბულელ მეშახტეებთან. ჩვენ ვერ გავექცევით საკუთარ წილ პასუხისმგებლობას“, - განცახდა ელისო ჩაფიძემ.





11:02
16:29
16:27
13:32
















