|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ემიგრანტებისათვის ახალი პროექტი „საქართველო გელოდებათ“ იწყება

ემიგრანტებისათვის ახალი ინიციატივა „საქართველო გელოდებათ“ იწყება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები“ განაცხადა.

ახალი პროექტის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები და დიასპორის წარმომადგენლები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას და შესაბამის დახმარებას საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე – ქვეყნის ეკონომიკაზე, საჯარო და კერძო სექტორზე, საინვესტიციო გარემოზე და ა.შ.

 მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიურ ჩართულობას დიასპორასთან კომუნიკაციის და მათთვის დახმარების აღმოჩენის საკითხში. 

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩოს დონეზე განხორციელდება და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტებში დიასპორის ჩართულობას და მათ  რეინტეგრაციას.

 მისივე ინფორმაციით, საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორის წარმომადგენლებისთვის ამოქმედდება სპეციალური „ცხელი ხაზი“.

შეგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი ცვლილებებით უქმდება დიასპორის სამინისტრო და ის დეპარტამენტის სახით საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა