|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ემიგრანტი ოჯახების შვილები 150 ლარიან სასწავლო ვაუჩერს მიიღებენ

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის ქუთაისის ფილიალი ემიგრანტი ოჯახების შვილების მხარდასაჭერად, 150 ლარიან სასწავლო ვაუჩერს გასცემს. ვაუჩერის მოქმედების ვადა ერთი წლითაა განსაზღვრული, რომლის გამოყენება იურისტთა უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამებზე იქნება შესაძლებელი. ვაუჩერის მიღება იმერეთის რეგიონში ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომლის მშობელი რეგალურად თუ არალეგალურად იმყოფება ემიგრაციაში. 

„სასწავლო ვაუჩერის გაცემა 10 მაისიდან იწყება და მიღება სკოლის ქუთაისის  ფილიალშია შესაძლებელი. ამით ჩვენ გადავწყვიტეთ ემიგრანტი ოჯახების შვილებს ცოდნის გაღრმავებაში გარკვეული სახის დახმარება გავუწიოთ. ეს სოციალური პროექტია, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას ჩვენც ვგრძნობთ მომავალი თაობის წინაშე. მათ შესაძლებლობა ექნებათ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს დაესწრონ, რომელსაც მოქმედი მოსამართლეები და პროკურორები წარუძღვებიან.“ - აღნიშნავს საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი ირმა კახიძე.

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის ქუთაისის ფილიალში სწავლა ადვოკატურის, მოსამართლის და ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსებზეა შესაძლებელი. თუმცა სკოლა სპეციალურ კურს, მოკლევადიან ტრენინგებს სთავაზობს საბანკო სამართლის, სადაზღვეო და საგადასახადო სამართლით დაინტერესებულ პირებს.

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის ფილიალი ქუთაისის  რუსთაველის #71- ში მდებარეობს. ტელ: 0431 251 227; 592 23 80 80. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა