|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ვანის რაიონის გამრიცხველიანება დაასრულა

ვანის რაიონის ინდივიდური გამრიცხველიანება დასრულდა. ბოლო სამუშაოები  სოფელ ყუმურში მიმდინარეობდა, რომლის მაცხოვრებლებიც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას საკუთარი მრიცხველების ჩვენების მიხედვით მომავალი თვიდან შეძლებენ. თანამედროვე სტანდარტების ინდივიდუალური მრიცხველები  ვანის და  რაიონის 27 სოფლის მოსახლეობას დაუმონტაჟდა, რაც რაიონში არსებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა 100 %-ს შეადგენს.

 ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს. აღნიშნული პროცესი, აგრეთვე, მოიცავს 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციას, რომლის დროსაც ხდება ქსელის ინფრასტრუქტურის განახლება. 

 „ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები ეფექტურად წარმართოს, რაც აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში გვეხმარება. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ კომპანიის ყველა აბონენტი ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას საკუთარი მრიცხველის ჩვენების საფუძველზე შეძლებს“ – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“. 

გამრიცხველიანების გეგმის მიხედვით, 2017 წლის ივლისის ბოლოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ყველა აბონენტი იქნება გამრიცხველიანებული.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა