"ენერგო პრო ჯორჯია" ქუთაისში კომპანიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
დღეს დაახლოებით 11:30 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ქუთაისის 1“-ის 6470-მდე აბონენტს წერეთლის, კუპრაძის, ანჯაფარიძის, ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ინფორმაციით, ავარიული გამორთვა გამოწვეული იყო მე-13 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი კერძო ორგანიზაციის მიერ წარმოებული სამუშაოებით, რომელმაც დააზიანა კომპანიის კუთვნილი მიწისქვეშა მაღალი ძაბვის კაბელი.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექიკური სამსახურმა დაახლოებით საათნახევარის ინტერვალში ეტაპობრივად მოახერხა აბონენტების უმრავლესობისთვის ძაბვის მიწოდება აღდგენა. ამჟამად ელექტროენერგია შეწყვეტილი აქვთ ფიდერ N72-ის დაახლოებით 1400 მომხმარებელს. მათი უმეტესობაც უახლოეს პერიოდში გადაყვენილი იქნება ალტერნატიულ ქსელზე. ქუთაისის მომსახურების ცენტრის საკაბელო ბრიგადა დაზიანების ადგილას მუშაობს, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს მოსახლეობისთვის ენერგომომარაგების აღდგენა. აქვე სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მიმართავს ყველა ორგანიზაციას, რომელიც აწარმოებს ან გეგმავს მიწისქვეშა სამუშაოების განხორციელებას, დაგეგმილი სამუშაოები შეათანხმონ ენერგოკომპანიასთან, რათა არ მოხდეს მსგავსი ავარიული შემთხვევები.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















