ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
ცენტრის ცნობით, გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
2025 წლის გამოცდებისათვის ჯამში 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
ავტორი: