|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ენმ-ს ფრქცია უერთდება

 მივიჩნევთ რომ, ამ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა. რასაც მალევე უნდა მოჰყვეს პარტიის ყრილობის ჩატარება, - ამის შესახებ განცხადებას  ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ავრცელებს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შექმნილია მძიმე და არასახარბიელო მდგომარეობა, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ.

პარტიის თავმჯდომარის არჩევიდან ათი თვის თავზე, წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული მთავარი დაპირების მიუხედავად, ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ, რომელიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებას. გარდა ამისა, შექმნილი მძიმე მდგომარეობის დასარეგულირებლად არსებული მენეჯმენტი არაფერს აკეთებს და პირიქით, თუ აკეთებს რამეს, ამით მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს პრობლემას.

2024 წელი, ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებალად გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის წელიწადი უნდა იყოს და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის ქმედებები თუ უმოქმედობა უაღრესად დამაზარალებელია.

მივიჩნევთ რომ, ამ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა. რასაც მალევე უნდა მოჰყვეს პარტიის ყრილობის ჩატარება, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით აირჩევს ახალ მმართველ ორგანოს“, -წერია განცხადებაში , რომელსაც ხელს აწერენ საკრებულოს წევრები:1. გიორგი კილაძე 2. დავით ბახტაძე, 3. ქეთევან ხურციძე,4. გაგა მანაგაძე, 5. რომანი ქვაჩაკიძე, 6. თედო მესხი და 7. ნინო ბიბილეიშვილი.

ფოტო"არქივი

 

ავტორი: